|
დასახელება:
მოლარე, ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
ლიდერ კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 43 ფილიალს და 400-მდე თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
გრაფიკი: გრაფიკი: 9:30 - 18:30 (დღის ცვლა)
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს,
** ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნით და გამოცდილებით;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილებით
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
** გუნდურს;
** უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა.
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით + ბონუსი
ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ცვლა (დღის ან ღამის ცვლა).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|