Робота для біженців з України
უფროსი Go დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Go დეველოპერი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. "ფეიბოქსის" ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

თუ გსურს გახდე დინამიკურად მზარდი გუნდის წევრი, ვაცხადებთ ვაკანსიას Senior Go Developer-ის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** Go (Golang)-ზე Backend სერვისების და API-ების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა;
** Backend არქიტექტურის დაგეგმვა/განვითარება, ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და სისტემის ევოლუციის "ownership";
** სისტემის საიმედოობის, წარმადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა (სკეილინგი, სტაბილურობა, რისკების შემცირება);
** რთული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა (პერფორმანსი/არქიტექტურა/ინტეგრაციები);
** კოდის ხარისხის სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკებისა და code review პროცესის გაძლიერება;
** გუნდის მხარდაჭერა/მენტორინგი და ტექნიკური ცოდნის გაზიარება საჭიროების მიხედვით;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 4+ წლიანი გამოცდილება ბექენდ დეველოპმენტში (სასურველია GO/Golang-ში მუშაობის გამოცდილება);
** Backend სისტემების არქიტექტურის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** მაღალი დატვირთვისა და მასშტაბირებადი სისტემების შექმნის გამოცდილება;
** API-ების (REST და/ან gRPC) დიზაინისა და იმპლემნტაციიის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კონკურენტულ გარემოში სტაბილური და საიმედო სერვისების აგების გამოცდილება;
** კოდის ხარისხზე, წარმადობისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** Amazon (AWS) და/ან სხვა Cloud სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურის და/ან რუსულის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** "ფიტპასის" მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - სრული;
** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება - Senior Go Developer. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე