Робота для біженців з України
ექსპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
სს "ქართული ლუდის კომპანია" - ლუდსახარში "ზედაზენი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობის უზრუნველყოფა; შეკვეთების მიღება, დამუშავება და უკუკავშირის მიწოდება;
** ინვოისებისა და/ან პროფორმა ინვოისების მომზადება; გადახდების დროულად ჩარიცხვის კონტროლი;
** საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება და კლიენტებისთვის გაზიარება; საბროკერო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების ნაშთების კონტროლი (მათ შორის ეტიკეტები);
** ნედლეულისა და მასალების მარაგების ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით წარმოებისა და შესყიდვების დეპარტამენტებისთვის პროგნოზირებული შეკვეთების მიწოდება (ბოთლები, თავსახურები, ინგრედიენტები);
** ლაბორატორიასთან კოორდინაცია ხარისხის სერტიფიკატებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფის მიზნით;
** ეტიკეტების თარგმნის, დიზაინის დამზადების, ბეჭდვისა და მიწოდების ვადების კონტროლი; შესაბამისი დავალებების მონიტორინგი;
** გადამზიდ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** გასული სატრანსპორტო ერთეულების ყოველთვიური რეესტრის წარმოება და მათი დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლის კონტროლი;
** მზა პროდუქციის ვადებისა და მარაგების კონტროლი FIFO-ს პრინციპის დაცვით;
** ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების გაფორმების პროცესის მონიტორინგი; იურიდიულ დეპარტამენტსა და გაყიდვების მენეჯერთან კოორდინაცია;
** დასატვირთი პროდუქციის "ჩესტნი ზნაკის" (Chestny Znak) სისტემაში რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგი;
** სატრანსპორტო ერთეულების ყოველკვირეული დატვირთვის რეესტრის წარმოება და შესაბამისი რეპორტინგი გაყიდვების მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ექსპორტის მიმართულებით მინიმუმ ორი (2) წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე