Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698999&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"Cityzen" არის პრემიუმ საცხოვრებელი ბრენდი, რომელიც ურბანულ ცხოვრებას ახალ სტანდარტს სთავაზობს არქიტექტურის, დიზაინისა და მაღალი ხარისხის ცხოვრების კონცეფციების მეშვეობით.

სითიზენის გუნდში ვეძებთ ციფრულ მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული კომუნიკაციის მართვასა და განვითარებაზე, ბრენდის თანმიმდევრულობის დაცვასა და მაღალი ხარისხის კომუნიკაციაზე ყველა ციფრულ არხში.

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #70
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

ჩვენ გთავაზობთ:

** კრეატიულ და სტრატეგიულ როლს რეალური გავლენით
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდისა და ბიზნეს მიზნებთან შესაბამისი ციფრული მარკეტინგ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** ფასიანი სარეკლამო კამპანიების მართვა (Meta, Google, YouTube და სხვა)
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია (ლიდები, ტრაფიკი, CPL, კონვერსიები)
** ციფრული კონტენტის კოორდინაცია ვებგვერდზე, სოციალურ მედიასა და ლენდინგ გვერდებზე
** ბრენდის ტონის, ვიზუალისა და მესიჯინგის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა
** კრეატიულ გუნდებთან, სააგენტოებთან და გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა
** ბაზრის ტენდენციების, აუდიტორიისა და კონკურენტების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრულ მარკეტინგში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უძრავი ქონების, პრემიუმ, ლაიფსტაილ ან არქიტექტურულ ბრენდებთან მუშაობა დიდი პლუსია)
** ფასიანი რეკლამისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ძლიერი ცოდნა
** კრეატიულ გუნდებთან და სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილებას (განსაკუთრებით Zoho) მიენიჭება უპირატესობა
** ბრენდზე ორიენტირებული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაცია
** რამდენიმე პროექტისა და ვადის ერთდროულად მართვის უნარი
** საერთაშორისო ბაზრების ტენდენციების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის
განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია