Робота для біженців з України
საწყობებისა და მომარაგების მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობებისა და მომარაგების მენეჯერი
მომწოდებელი: Landmarker Group
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ვინ ვართ ჩვენ:

"Landmarker Group"-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა.

"Landmarker Group"-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
** ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.

"Landmarker Group" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობებისა და მომარაგების მენეჯერი გუდაურში არსებული ობიექტებისთვის

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროების დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება, განფასება და მომწოდებლებთან გაგზავნა;
** მოტანილი პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი;
** მიწოდებების შესაბამისობის შემოწმება შეკვეთებთან და კონტრაქტულ პირობებთან;
** მიღებული პროდუქციის დახარისხება სასტუმროების შეკვეთების მიხედვით;
** პროდუქციის დროული მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** "გუდაური სქი რესორტის" ობიექტების საწყობებისა და მომარაგების პროცესების სრული მართვა;
** ეფექტური და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სასტუმროების დეპარტამენტებთან და გარე პარტნიორებთან/მომწოდებლებთან;
** პროდუქციის შესაბამის საწყობებში განაწილება;
** პროდუქციის შენახვის სტანდარტების, სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი საწყობებში;
** ობიექტებს შორის პროდუქციის გადაადგილება
** მიღება-გადაცემის (ტრანსფერები) აქტების და სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება;
** ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია ინვოისების, გადახდებისა და ბიუჯეტის კონტროლის მიზნით;
** მოწოდებული პროდუქციის დროული ასახვა ინვენტარის მართვის პროგრამაში (Materials Control);
** ინვენტარის ნაშთების მუდმივი კონტროლი და ოპტიმალური რაოდენობების განსაზღვრა სეზონურობის გათვალისწინებით;
** რეგულარული და საგანგებო ინვენტარიზაციების ჩატარება პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
** სამუშაო პროცესების გაუმჯობესების ინიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** საწყობის ტექნიკური ინვენტარისა და აღჭურვილობის (თაროები, სკანერები, სასაწყობე ტექნიკა) გამართულობის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ან ჩანაცვლების ინიცირება.

პირობები:

** სამუშაო ადგილი - კურორტი გუდაური
** სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელში განთავსება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება საწყობის/ლოგისტიკის მიმართულებით
** 2-3 წლიანი გამოცდილება საწყობების, მომარაგების ან ლოგისტიკის მართვის მიმართულებით;
** ინვენტარის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Materials Control ან ანალოგიური);
** MS Excel-ის ცოდნა (ნაშთები, ცხრილები, ანალიზი);
** სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი მოთხოვნები:

** გუდაურში მუშაობის მზაობა (შესაძლოა საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით);
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი სეზონური დატვირთვის პერიოდში;

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** ერთიანი მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა- Landmarker-ში შენ ხარ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი - ქმნი ისეთ ადგილს, სადაც ადამიანები და ისტორიები ერთმანეთს ხვდებიან.
** განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდის წევრობა გაძლევს შესაძლებლობას - გადახვიდე სხვა ობიექტზე, სხვა ლოკაციაზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები სხვადასხვა ტიპის გარემოში.
** ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები Landmarker-ის სხვა სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს - ჩვენ შენს პროფესიულ ზრდას და ყოველდღიურ კომფორტსაც ვაფასებთ.
** პოზიციის ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სასაუბრო დრო, კონკურენტული ხელფასი გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "Landmarker Group"-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე