Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698982&print=yes&view=jobs
 
ცხელი კერძების მზარეული, სერვის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული, სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: რესტორანი ტერასა ასკანელი ბათუმი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
რესტორანი "ასკანელი ტერასა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. ცხელი კერძების მზარეული

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2 წელი

ძირითადი მოვალეობა:

** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება
** შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ
** სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება

აუცილებელი უნარები:

** მოწესრიგებული
** აქტიური
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სისწრაფე
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

2. სერვის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** არსებული და ახალი თანამშრომლების დატრენინგება;
** ჯავშნების კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების/სურვილების/საჩივრების დროულად და პროფესიონალურად მოგვარება
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სერვისის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საშუალოდ ცოდნა;
** პრობლემური სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: ter.askaneli@gmail.com, ქ. ბათუმი, რუსთაველის 40.

რესტორანი "ასკანელი ტერასა" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია