|
დასახელება:
სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ბორჯომი ლიკანი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: 900-1000 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სტუმრების მიღება-დამშვიდობებას VIP პროცედურების მიხედვით.
** ეცნობა ბორჯომი ლიკანის დამსვენებლების ყველა მოთხოვნას, პრობლემასა და საჭიროებას. პოულობს ამ პრობლემების გადაჭრის გზას და ზრუნავს სტუმრების კმაყოფილებაზე;
** ყურადღებით უსმენს სტუმრებს, არის მომხმარებელზე ორიენტირებული და სათანადოდ უმკლავდება სტუმრების პრეტენზიებს.
** სთავაზობს სტუმრებს კითხვარების შევსებას. შედეგები შეჰყავს საოპერაციო სისტემაში, აკეთებს შედეგების ანალიზს
** ახდენს სტუმრების ინფორმირებას სასტუმროში მიმდინარე აქტივობებისა თუ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და ა.შ.
პიროვნული უნარ ჩვევები:
** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Tinatin.maisuradze@borjomilikaniresort.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|