Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698865&print=yes&view=jobs
 
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ბიდი პლუსი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
შპს "ბიდი პლიუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact / Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sanfor / Sanita / Santex (საყოფაცხოვრებო მოვლის საშუალებები), Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით) და ა.შ.

კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია აცხადებს პრომოუტერის ვაკანსიას თბილისში.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5დღე, დასვენების დღეები - შეთანხმებით), 13:00-21:00 სთ.
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლისთვის სადისტრიბუციო კომპანიის ასორტიმენტის შეთავაზება (საყოფაცხოვრებო პროდუქცია)

პიროვნული უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: anidudaevi20@gmail.com 20 თებერვლის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლიუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურებისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@bdplus.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია