Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698805&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრირებისა და კომპენსაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკომპენსაციო და ადმინისტრაციული ტიპის ბრძანებების მომზადების მხარდაჭერა (თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლება, ანაზღაურებადი და უხელფასო შვებულება, დეკრეტი, მივლინება, საყვედური/გაფრთხილება, პოზიციის ცვლილება, ღამე მორიგეობის დანამატი);
** ახალი თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების მომზადება/გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება/შეცვლა;
** თანამშრომლებისთვის სიახლეების გაცნობა;
** თანამშრომლების გაცდენა/დაგვიანების კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის ცნობის/რეკომენდაციის მომზადება საჭიროების შემთხვევაში;
** პსპ ფარმას თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების/ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე ერთ წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის და შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია