Робота для біженців з України
ვიდეო კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ენთუზიაზმით სავსე ვიდეო კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება წიგნებისა და სათამაშოების მიმართულებით ვიდეო კონტენტის შექმნაში.
თუ გიყვარს ვიდეოს გადაღება, მონტაჟი, ტრენდებზე დაკვირვება და იდეების რეალობად ქცევა — ეს პოზიცია შენთვისაა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels / TikTok / Shorts);
** ვიდეოების გადაღება და მონტაჟი;
** კონტენტის იდეებზე მუშაობა (სცენარი, სტორი, ვიზუალური გადაწყვეტა);
** წიგნებისა და სათამაშოების პროდუქციის კრეატიული წარმოჩენა;
** სოციალური მედიის ტრენდების გათვალისწინება.

ვაკანსიის სასურველი მოთხოვნები:

** ვიდეო გადაღების და მონტაჟის საბაზისო ან კარგი ცოდნა;
** კრეატიული ხედვა და ვიზუალური გემოვნება;
** სოციალური მედიის პლატფორმების გაგება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და იდეებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არ არის სავალდებულო.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ვიდეო კონტენტ კრეატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე