|
დასახელება:
ტენდერი ბავშვთა ადრეული ჩარევის მომსახურებების რუკის შედგენა
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
|
თანდართული ფაილი:
698744_Attachment_4904663.zip
|
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ექსპერტთა განაცხადის მიღებას თბილისში ბავშვთა ადრეული ჩარევის მომსახურებების რუკის შედგენის თაობაზე.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, თბილისში ბავშვთა ადრეული ჩარევის მომსახურებების რუკის შედგენისა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის გაცნობის მიზნით იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წინადადების წარმოსადგენად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის ვებ გვერდი: https://sos-childrensvillages.ge/ka
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
თბილისში არსებული ადრეული ჩარევის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სტრუქტურულად თავმოყრა და საბავშვო ბაღის აღმზრდელების ინფორმირებულობის გაზრდა ადრეული ჩარევის სერვისებსა და მათთან თანამშრომლობის შესახებ.
მომსახურებების რუკა უნდა მოიცავდეს:
** პირველი ნაწილი: ადრეული ჩარევის მომსახურებების ტიპებისა და მათი სამუშაო სპეციფიკის აღწერას; ჩართული სპეციალისტების საქმიანობის აღწერას; სამიზნე ასაკობრივ ჯგუფს; მიმართვისა და ჩართვის მექანიზმებს (ვინ და როგორ შეუძლია სერვისში ჩართვა).
** მეორე ნაწილი: მომსახურების ტიპების მიხედვით - მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას, გეოგრაფიულ დაფარვას (თბილისის რაიონები); სერვისის ხელმისაწვდომობის პირობებს (უფასო/ფასიანი).
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** მომსახურებების რუკის შექმნა;
** 6 ჯგუფთან ტრენინგის ჩატარება (თითოსთან 2 სატრენინგო სესია);
** ცოდნის შესაფასებლად თითოეული ჯგუფთან პრე/პოსტ ტესტების ჩატარება და შედეგების ანალიზი.
** ჩატარებული სამუშაოს მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა ინგლისურ ენაზე.
განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რომლებიც საქმიანობენ ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროში და ფლობენ შესაბამის ცოდნას/კომპეტენციას, ასევე, აქვთ ტრენერობის უნარ-ჩვევები/გამოცდილება.
განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
1. ფიზიკური/იურიდიული პირ/ებ/ის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, ასევე, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
2. განმცხადებლ/ებ/ის კომპეტენციის ამსახველი CV;
3. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს თითოეული შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, მათთვის საჭირო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა (იხ. თანდართული ფაილი);
მომსახურების გაწევის ვადები:
** მომსახურების რუკა - 2026 წლის 10 მარტამდე;
** აღმზრდელებისთვის გაცნობა/ტრენინგები - 2026 წლის აპრილი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 თებერვალი.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "მომსახურებების რუკა".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
|
|
|
|