|
დასახელება:
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებელთა შეფასების (უარყოფითი და დადებითი) მიზეზების ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.
** მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურების შექმნა და რეგულარული განახლება.
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მუშაობის შეფასების სისტემების დანერგვა და მართვა.
** მომსახურების პროცესის მონიტორინგი და უკუკავშირის გამოყენება გუნდის ეფექტურობის გასაზრდელად.
** ხარისხის ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და გაუმჯობესების გეგმის უზრუნველყოფა.
** სასწავლო მასალებისა და ტრენინგების მომზადება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდისთვის.
** გუნდის წევრების პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების უზრუნველყოფა.
** სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიის პროდუქტებისა და პროცედურების ჩამოყალიბებაში.
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით).
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან მუშაობის და პროცესების გაუმჯობესების გამოცდილება.
** შეფასების სისტემებთან, KPI-ებთან და ხარისხის სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უნარი.
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.
ლიდერული და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი 2026.
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|