Робота для біженців з України
CX ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CX ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულება
მომწოდებელი: კომპანია CX Hub
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
ჩვენ შესახებ:

კომპანია "CX Hub" - მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო" ანაზღაურებადი სტაჟრების ფარგლებში ეძებს მოტივირებულ და აქტიურ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს "მომხმარებლის" და "თანამშრომლის" გამოცდილების მართვის სფერო და სურს სამომავლოდ ამ მიმართულებით კარიერის განვითარება.

CX Hub არის პირველი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლისა, თუ თანამშრომლის გამოცდილების მართვის არაერთ არეალში ეხმარება. როგორიცაა: მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; ტრენინგები და ვებინარები მენეჯერული რგოლისა თუ ფრონტლაინის თანამშრომლებისთვის; მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილების მართვის ერთიანი პლატფორმა; გამოცდილების ინდექსების შემუშავება, კვლევა და გაზომვა. დამატებითი დეტალები კომპანიის შესახებ, იხილეთ ბმულზე

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას: CX ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულება.

რას გააკეთებ:

CX პროექტების ტექნოლოგიური განვითარების ინტერნის როლია CX Hub-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება - CX ინსტრუმენტების კვლევით, შერჩევით, დანერგვით, ავტომატიზაციით და ანალიტიკით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** CX ტექნოლოგიური ინსტრუმენტები
** CX ტექნოლოგიური ინსტრუმენტების მოძიება და კვლევა (VoC, feedback, journey, monitoring, CRM integrations და სხვ.)
** ინსტრუმენტების შედარებითი ანალიზის მომზადება:
** ფუნქციონალი
** ფასი
** ლიცენზირების მოდელი
** დანერგვის პირობები
** რეკომენდაციების მომზადება - რომელი ინსტრუმენტი რომელ კომპანიას შეეფერება
** CX ინსტრუმენტების დანერგვა კლიენტებთან
** კლიენტ კომპანიებთან შეხვედრებში მონაწილეობა
** კლიენტის CX ტექნოლოგიური საჭიროებების იდენტიფიცირება
** შესაბამისი CX გადაწყვეტის მოძიება
** CX ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში ჩართულობა:
** solution provider-ებთან კომუნიკაცია
** ტრენინგებში მონაწილეობა (მომწოდებლის მხრიდან)
** დანერგვის ლოგიკის სწავლა და მხარდაჭერა

AI და CX ავტომატიზაცია

** AI ინსტრუმენტების გამოყენება CX Hub-ის პროცესების გასამარტივებლად
** Custom AI გადაწყვეტილებების კონსტრუქცია:
** CX Hub-ის CX framework-ებზე დაფუძნებული ChatGPT-ების შექმნა
** Prompting სტრუქტურების განვითარება
** CX კვლევისა და ანალიტიკის ავტომატიზაციის იდეების გენერირება

მონაცემები, ანალიტიკა და ინტეგრაციები:

** CX მონაცემების ვიზუალიზაციაში მონაწილეობა
** სხვადასხვა CX სისტემების ერთმანეთთან ინტეგრაციის მხარდაჭერა
** Microsoft ეკოსისტემასთან მუშაობა:
** Excel
** Power BI
** SharePoint / Forms / Planner (სასურველია)

სამუშაო ფორმატი:

** მოქნილი სამუშაო საათები
** ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა

რას მიიღებთ ჩვენგან:

** თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას
** პროფესიული ზრდისა და სერტიფიცირების შესაძლებლობას CX Hub-ის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ ტრენინგ კურსსა, თუ ვებინარზე დასწრების გზით
** CX Hub-ის მიერ ორგანიზებულ Customer Experience (CX) Business Summit & CX Award Georgia-ზე დასწრების შესაძლებლობას
** სპეციალურ პირობებს CX Hub-ის პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა The CX Academy, Interaction Design Foundation და სხვ.
** ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო განრგის (ჩვენთან მთავარია საქმე დროულად, კარგად და ხარისხიანად გაკეთდეს)
** CX-ის ტექნოლოგიებში კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

რას ველით თქვენგან:

** მაქსიმალურ გულახდილობას
** საქმის გულანთებულად კეთებას (ისე, როგორც მეგობარს გაუწევდი მხარდაჭერას)
** სწავლისა და განვითარების მოტივაციას (თუ რაიმე არ იცი, არ არის პრობლემა. მთავარია, გინდოდეს, რომ ისწავლო)
** კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას დაკისრებული ამოცანების მიმართ.

მოთხოვნები:

** ზემოთ აღნიშნული ტექნიკურ ინსტრუმენტებთან პირადი/აკადემიური ან/და პროფესიული კუთხით პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო/კითხვა/წერა (როლი მოიცავს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას და პლატფორმებთან მუშაობას)
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 400 სიტყვისა, სადაც აღწერთ, თუ რა არის თქვენი აღნიშნულ კომპანიაში/როლში მუშაობის მოტივაცია), შემდეგ მისამართზე, 5 თებერვლის ჩათვლით: info@cxhub.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე