|
დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
კომპანია "COMFO" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული
შესავალი: კომპანია "COMFO", რომელიც ოპერირებს ავეჯისა და განათების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ჩვენ ვართ მზარდი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას როგორც ფიზიკური შოურუმის, ისე ონლაინ მაღაზიისა და პარტნიორი მარკეტფლეისების საშუალებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვეძებთ ლიდერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კომპანიის ოპერაციულ მართვას, პარტნიორებთან ერთად დასახავს განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის ეფექტურ აღსრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
1. სტრატეგიული და ოპერაციული მართვა:
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კონტროლი.
** დამფუძნებელ პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგიული გეგმების იმპლემენტაცია.
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი (შოურუმი, E-commerce, B2B).
2. შესყიდვები და ასორტიმენტის მართვა (Category Management):
** პროდუქციის მატრიცის ფორმირება: ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით მომგებიანი ასორტიმენტის დაგეგმვა.
** მარაგების ოპტიმალური მართვა (Stock management) და ლიკვიდურობის კონტროლი.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, საუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვება.
** ფასწარმოქმნის პოლიტიკის განსაზღვრა და მარჟების კონტროლი.
3. ფინანსები და რეპორტინგი:
** ბიუჯეტირება და ხარჯების ოპტიმიზაცია.
** ფინანსური რეპორტების (P&L, Cash Flow) მომზადება ფინანსურ მენეჯერთან ერთად და პარტნიორებისთვის წარდგენა.
** ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტურობის კონტროლი (იმპორტიდან - კლიენტის კარამდე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია: მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე კომერციული მიმართულებით
** უპირატესობა: გამოცდილება ავეჯის სექტორში.
** უპირატესობა: გამოცდილება კატეგორიის მენეჯმენტის მიმართულებით.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** იმპორტისა და ლოგისტიკის პროცედურების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ძლიერი ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნება (მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება).
** მოლაპარაკებების წარმოების მაღალი კულტურა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი შედეგების მიხედვით).
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიასთან ერთად.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info@comfo.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "აღმასრულებელი დირექტორი".
|
|
|
|