Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698664&print=yes&view=jobs
 
საოფისე ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოფისე ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას საოფისე ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური პროცესების მართვა, წესრიგისა და გამართული გარემოს უზრუნველყოფა შესაბამისი პროცესებისა და სტანდარტების დაცვით;
** მომწოდებლებთან/კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და საჭირო სერვისების ორგანიზება;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და პრობლემების დროული მოგვარება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან საჭიროებიდან გამომდინარე საოფისე საკითხების შეთანხმება/ მოგვარება;
** საოფისე ინვენტარისა და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** საჭირო შესყიდვების დაგეგმვა და შეკვეთების განხორციელება;
** ფასების შედარება და ოპტიმალური შეთავაზებების მოძიება;
** საოფისე ხარჯების აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება;
** ინვოისების/საგადახდო დავალებების მოწესრიგება ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა ყოველდღიურ საკითხებში;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** შესყიდვების/მარაგების მართვის გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel, Word, Outlook) კარგი ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ოფისის ადმინისტრირების მართვის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ბენეფიტები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 3 მარტის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1168/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია