|
დასახელება:
ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი
|
| მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30 სთ-მდე
ანაზღაურება: 8000 ლარი
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის ყველა ფინანსურ ოპერაციაზე ზედამხედველობა, შესაბამისობის უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და სხვა რეგულაციებთან.
** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად და მის აღსრულებაზე ზედამხედველობა;
** ფინანსური რესურსების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა; შესაბამისი სისტემების შემუშავება-დანერგვა-კონტროლი
** საბანკო და სხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან, ასევე დამოუკიდებელ იურიდიულ თუ სხვა პირებთან საპროცენტო განაკვეთებისა და სასესხო- სალიზინგო პაკეტების ანალიზი და პირობების შეთანხმება
** კომპანიის ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისთვის, შესაბამის დეპარტამენტებთან სწორი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოპოვება რეალური მოლოდინებისა და პროგნოზების შესადგენად
** ბიუჯეტის შესრულებისა და გადახრების ზედამხედველობა რეგულარული ფინანსური ანალიზით;
** ხელშეკრულებების ფინანსური ნაწილის ანალიზი
** ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება, რისკების მართვა/მინიმიზაცია და მენეჯმენტის დროული ინფორმირება, ხელმძღვანელობისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა საკანონმდებლო ორგანოებთან, ასევე ჰოლდინგის, მენეჯმენტისა და დამფუძნებლების მოთხოვნისამებრ;
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში უშუალო მონაწილეობა
** შვილობილი კომპანიების ფინანსური აღრიცხვიანობისა და სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება-მონიტორინგის პროცედურების შექმნა-დანერგვაში მონაწილეობის მიღება
** ფულადი სახსრების სწორი მიმართულებითა და კვალიფიკაციით შვილობილ კომპანიებში გადანაწილების სქემის შემუშავება
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი პროფილური განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვისა და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების ცოდნა;
** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური პროგრამების და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სპეციფიური რეპორტების შედგენა-ამოღების დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფინანსური დირექტორი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|