|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომუნიკაციების სისტემები
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
შპს "საერთაშორისო კომუნიკაციების სისტემები" FedEx-ის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სამართლებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის რევიზიის განხორციელება;
** კომპანიის შინაგანაწესის, ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება;
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება;
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და ექსპერტიზა;
** კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი ხასიათის წერილობითი ან/და ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებზე;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა კომპანიის თანამშრომლებისათვის; დროული ინფორმირება კომპანიის წესებსა და შიდა ნორმატიულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების შესახებ და აღნიშნული ცვლილებების დროული განხორციელება;
** კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
** ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა;
** საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნების აღსრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (გთხოვთ, თანდართული ფაილის სახით ატვირთოთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის განხრით (გთხოვთ, თანდართული ფაილის სახით ატვირთოთ მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი);
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად); (გთხოვთ, თანდართული ფაილის სახით ატვირთოთ დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი);
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ:
** რეზიუმე (CV);
** სარეკომენდაციო წერილი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
** მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
შემდეგ ელ.ფოსტაზე: e.kobidze@gmail.com და წერილის თემის გრაფაში (Subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (იურისტი).
შენიშვნა - მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, რომ თქვენი ვაკანსია არ განიხილოს.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები"- ის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით.
ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად.
|
|
|
|