Робота для біженців з України
მოწვეულ ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეულ ლექტორი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეულ ლექტორის პოზიციაზე ბიზნესის სკოლაში მიკრო და მაკრო ეკონომიკის მიმართულებით ქართულ და ინგლისურენოვანი ჯგუფებისათვის.

ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, მერაბ ალექსიძის #10;
** სამუშაო საათები: შეთანხმებით
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლექციის/სემინარის/პრაქტიკულის მომზადება, ორგანიზება და ჩატარება;
** სტუდენტების კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელობა;
** სტუდენტთა კონსულტაცია;
** სტუდენტთა ნაშრომების/დავალებების შეფასება (ტესტი, ამოცანა, შუალედური შეფასება, დასკვნითი შეფასება, პრეზენტაცია, ესე, სამაგისტრო ნაშრომი, სადისერტაციო ნაშრომი და ა. შ.);
** სასწავლო მასალის შემუშავება (სახელმძღვანელოების, კონსპექტების, ტესტების შედგენა/განახლება და ა. შ.);
** სასწავლო გეგმისა და სილაბუსების შემუშავება/განახლება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენება.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ან/და ეკონომიკის მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება დოქტორის აკადემიურ ხარისხის მქონე კანდიდატებს;
** სწავლების გამოცდილება უმაღლეს სასწავლებელში ფინანსური ბუღალტერიის ან/და სტატისტიკის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიული ეთიკის დაცვა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი (ფოტოს გარეშე CV არ განიხილება) ელ-ფოსტაზე: hr@gau.edu.ge 10 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ, იმეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმართულება, რისი წაკითხვაც გსურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე