|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
დაკო ტრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "დაკო ტრეიდ", 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე მშრალი კვების მიმართულებით და წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ელ-ფოსტაზე მიღებული შეკვეთების ასახვა პროგრამაში FINA;
** შეკვეთების განაწილება დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
** შეკვეთების გაგზავნა საწყობში ელ-ფოსტის საშუალებით;
** ყოველდღიური კომუნიკაცია ლოჯისტიკისა და გაყიდვების დეპარტამენტებთან;
** სასაქონლო ზედნადების ელექტრონულად ატვირთვა/კორექტირება RS.GE-ზე;
** საბაზისო დონეზე რეპორტების წარმოება EXCEL-ში.
სასურველია:
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ხელფასი: 1500 ლარი
** დამატებითი სარგებელი კომპანიისგან: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის ქუჩა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე info@dakotrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი".
|
|
|
|