Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698580&print=yes&view=jobs
 
დისტრიბუტორი/მიწოდების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/მიწოდების თანამშრომელი
მომწოდებელი: ინვესტორი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
კომპანია "ინვესტორი" ქ. თბილისში აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის (მიწოდების თანამშრომელი) პოზიციაზე.

კომპანიის მოთხოვნები და პირობები:

** ანაზღაურება 1500 ლარიდან + ბონუსი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
** ადგილმდებარეობა: აკ. წერეთლის გამზ.116;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** დისტრიბუციის პოკეტსა და სასაქონლო ზედნადებთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** დისტრიბუციის პოკეტიდან ატვირთოს ზედნადები და მოახდინოს სწორი მიწოდება
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti@investor.com.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 577 595 222

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია