Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: აბრაზივ პროდაქტსი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"აბრაზივ პროდაქტსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით;
** პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** საწყობის პერიოდულ აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ადგილმდებარეობა: ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია, კორნელი სანაძის ქუჩა;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 მარტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 593367930.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე