Робота для біженців з України
ელექტროინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროინჟინერი
მომწოდებელი: მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინრის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის N46
ტელეფონი: 032 2 302 287
ელფოსტა: contact@geoisotopes.com

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ელექტროინჟინერიის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
2. მსგავს სფეროში (საინჟინრო პოზიციაზე) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
3. უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების არანაკლებ IV ჯგუფი "ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N347 დადგენილების შესაბამისად;
4. ყოველწლიურად უნდა ჰქონდეს გავლილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტესტირება კომპანიის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები: PED.SIM.01 (შესავალი ინსტრუქტაჟი), NHTC-009-IN-02-GE-02, NHTC-009-IN-05-GE-021, NHTC-009-IN-06-GE-02, NHTC-009-IN-04-GE-01, NHTC-009-IN-08-GE-02;
5. ელექტროინჟინერიის სპეციალისტმა უნდა იცოდეს:

** მუშა ნახაზების და სამონტაჟო სქემების წაკითხვა და სანტექნიკური სამუშაოებისათვის აუცილებელი მოთხოვნები;
** სანტექნიკური იარაღების, მასალებისა და მოწყობილობების ვარგისიანობის დადგენა, მათი სახეები და დანიშნულება;
** წარმოების ელექტრომომარაგებისა და გამანაწილებელი მოწყობილობების სქემა;
** ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის უსაფრთხო მომსახურების წესები;
** ტექნოლოგიური პროცესის საშიში ფაქტორები და მათი ზემოქმედების შედეგები ადამიანის ორგანიზმზე;
** ცეცხლურ სამუშაოებთან მოქმედების შრომის უსაფრთხოების წესები და ინსტრუქცია;
** შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები PED.SIM.01 და PED.SIM.09;

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სამსახურის ფუნქციები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) კომპანიის უზრუნველყოფა შეუფერხებელი ელექტრო მომსახურებითა და წყალმომარაგებით;
ბ) კომპანიის საწარმოო საქმიანობის უზრუნველყოფა ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებით;
გ) საწარმოს აღჭურვილობის აღრიცხვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) სტრუქტურული ერთეულების უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;
ე) წარმოებაში არსებული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, მათთვის განსაზღვრული ნორმებისა და წესების შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე