Робота для біженців з України
სტაჟიორი - იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი - იურისტი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
იურიდიული კომპანია აცხადებს მიღებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობა;
** საპროცესო დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, შუამდგომლობა და ა.შ.) მომზადება;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** პერიოდული ჩართულობა კომპანიის სხვადასხვა იურიდიულ პროექტში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
** სტატუსი: ანაზღაურებადი;
** პროფესიული განვითარების და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: legal.techno@techno-group.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "სტაჟირება".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე