|
დასახელება:
მაღაზიის დამხმარე კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სამი ძმა
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://samidzma.ge.
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: ცაბაძის ქ. N8 (ბაზრობის ტერიტორიის მიმდებარედ) ;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1200 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (მზარდია);
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან, ფილიალში შეტანა და დასაწყობება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შერჩევაში დახმარება.
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია 15-20 კგ-იანი პროდუქციის/ტომრის აწევის ფიზიკური უნარი.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 10 მარტის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge, ან დარეკეთ 032 204 70 07! გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:"მაღაზიის დამხმარე კონსულტანტი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|