Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698436&print=yes&view=jobs
 
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების შეფასება ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის შესაძლებლობების მიმართულებით;
** დარღვევათა დიფერენცია და შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმების განხორციელება;
** კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
** მუშაობა ბავშვებთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულებზე საჭიროებისამებრ;
** მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
** ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი;
** აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა;
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს სპეციალური ტრენინგების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/komunikaciis-enisa-da-metyvelebis-terapevti/635

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია