Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698424&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000-მდე თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** ბრენდის პოზიციონირების და ცნობადობის ზრდა;
** ავტოგასამართი სადგურებისთვის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** ციფრული მარკეტინგის არხების ზედამხედველობა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მონათესავე სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** ლიდერული და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** პროექტების მართვის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** სტრატეგიული ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ლიდერობა და გუნდის შთაგონების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარები
** კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 01 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია