Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698423&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000-მდე თანამშრომელს.

"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის ვებგვერდის მართვა;
** დიზაინერებთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მასტიმულირებელი აქციების დაგეგმვა - მართვა;
** მომხმარებლების ლოიალურობის წამახალისებელი აქციების წარმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 01 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია