|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
პრომოუტერი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
სარეკლამო კომპანია "პრომოუტერი" 14 წელია რაც ქმინს სარეკლამო პროექტებს. რომელიც ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და ოპერატიულობაზე. გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით. ამჟამად აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე; დასვენება 2 დღე
სამუშაო დრო: 09:30-დან 18:30-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე (წერეთლის ქუჩა)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით კანდიდატთან გასაუბრების საფუძველზე
მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
** საბანკო ოპერაციების შესრულება;
** RS-თან მუშაობა; ზედნადებების და ფაქტურების პროგრამაში ასახვა;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ორის 7-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს სწრაფად სწავლის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების და სწავლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს.
განაცხადის გასაგზავნად:
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@promoter.ge ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი
|
|
|
|