Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698388&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ამჟამად ფლობს 7 ქსელურ აგრომაღაზიას, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში და გეგმავს 14-მდე გაზარდოს აგრომაღაზიათა რიცხვი.

ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე: https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე: https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებგვერდზე: www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.

ბარაქა გთავაზობთ:

კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი კომუნიკაციის უნარით, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომითა და წარმატების მიღწევის ძლიერი მოტივაციით. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის სფეროში პროფესიული ზრდისა და განვითარების ინტერესი. სასურველია ასევე კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, გაყიდვების მენეჯერების და სხვა)
** სალაროს, მარაგებისა და ნაშთების კონტროლი
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან მუდმივი ვიზიტები;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებელთან მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** კომპიტერულ პროგრამების ცოდნა;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა (150 ლარი)
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი 1800 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მაღაზიის მენეჯერი მარნეულში.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია