Робота для біженців з України
HR ერთეულის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ერთეულის კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ცხადდება ვაკანსია კლინიკა "ჯერარსში" HR ერთეულის კოორდინატორის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის მართვა (End-to-End);
** თანამშრომელთა შეფასების, განვითარების და მოტივაციის სისტემების მართვა;
** ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
** შრომითი კანონმდებლობის დაცვა და HR პოლიტიკების განახლება;
** თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარება;
** ხელმძღვანელი რგოლის კონსულტირება HR საკითხებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (HR, ბიზნეს ადმინისტრირება, ფსიქოლოგია ან მონათესავე სფერო);
** HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** შრომითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** კონფიდენციალურობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR ერთეულის კოორდინატორის".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე