Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698369&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტული პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: GMT Pharma
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
შპს ჯიემთი ფარმა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება გამჭვირვალობას, ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფასა და ზრდას და პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული ურთიერთობების შენებას.

შპს "ჯიემთი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: 09:00-18:00 ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

პოზიციის მიზანი:

პროდუქტის მენეჯერი პასუხისმგებელია ფარმაცევტული პორტფელის ეფექტურ მართვაზე - პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებიდან გაყიდვების ზრდამდე, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებამდე. პოზიცია მოითხოვს ბაზრის ღრმა ანალიზს, მულტიდისციპლინურ გუნდებთან მუშაობას და სტრატეგიულ აზროვნებას.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მსოფლიო ბაზარსა და ადგილობრივ ბაზარზე ფარცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში არსებული ტენდენციების გაცნობა, ანალიზი;
** ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების განსაზღვრა ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში;
** ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების ანალიზი და მონიტორინგი;
** პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო, საექიმო ან/და მომხმარებელზე გათვლილი საინფორმაციო-სარეკლამო მასალის მომზადება;
** პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული გეგმების შემუშავება (პრეზენტაციები, კამპანიები, სამედიცინო მასალები);
** თანამშრომლობა გაყიდვების გუნდთან და სამედიცინო წარმომადგენლების მხარდაჭერა;
** პროდუქტის შესახებ ტრენინგების ჩატარება (გაყიდვების გუნდისთვის);
** კომუნიკაცია რეგისტრაციის, შესყიდვებისა და გაყიდვების გუნდებთან;
** პროდუქტის შესრულების (KPI) მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციაში ან მედიცინაში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ სექტორში (პროდაქტ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე);
** ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის უნარები;
** მარკეტინგული აზროვნება და გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი);
** MS Office-ის (Excel, PowerPoint) კარგი ცოდნა;

რას გთავაზობთ კომპანია:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** დინამიკურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი რეზიუმე (CV) მისამართზე: info@gmt-pharma.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია