Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698365&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"ბეტა ჰოლდინგი" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის (B2B მიმართულება) ვაკანსიას.

ლოკაცია: ქ. ბათუმი

ჩვენს შესახებ:

ბეტა ჰოლდინგი ბაზარზე სამი ძირითადი მიმართულებით ოპერირებს: სარეკლამო წარმოება და პოლიგრაფია, სარეკლამო მასალების რეალიზაცია, ასევე ივენთების დაგეგმვა და მართვა. ჩვენ ვქმნით მასშტაბურ პროექტებს.

ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ბაზარზე პოზიციების განმტკიცებაში.

ფუნქცია-მოვალეობა:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა;
** ჰოლდინგში შემავალი სერვისების პრეზენტაცია და კლიენტებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება აქტიურ გაყიდვებში (სასურველია B2B სექტორში);
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური და რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);

გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს + მზარდი საბონუსე სისტემა. ანაზღაურების რეინჯი 2000-დან 6000 ლარამდე.

პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaholding.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".

გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რეზიუმეს მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია