Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698359&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) შესარჩევად.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** კრეატიულობა;

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
** ფაკულტეტის დებულებას;
** თსუ წესდებას.
** პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

** სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
** სასწავლო პროცესის მართვის სისტემის აკადემიური რეგისტრაციისთვის მომზადება;
** სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
** ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
** სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
** აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
** სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
** კურსდამამთავრებელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა;
** ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება და სასწავლო დეპარტამენტისთვის მიწოდება;
** ფაკულტეტზე შიდა და გარე მობილობის პროცესის წარმართვა - მობილობის ადგილების პორტალზე რეგისტრაცია, მობილობით პროგრამის შეცვლის მსურველ სტუდენტთა ხელშეკრულებების გაფორმება, კონსულტირება;
** სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 2 თებერვლიდან 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია