|
დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
| მომწოდებელი:
Gudauri Lodge
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
Gudauri Lodge აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: შეფ მზარეული / სამრეცხაოს ზედამხედველი
დამატებითი ბენეფიტები:
** კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით და კვებით
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
** ანაზღაურება - 1, 200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები
** ევალება სარეცხი მანქანების სწორი გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge -ზე ან დაგვიკავშირდეთ 577 385 055 - ზე, 2026 წლის 3 მარტამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|