|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
რედ განეში
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
შპს "რედ განეშ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე დეკრეტის შემცვლელი თანამშრომლის ნაცვლად (მინიმალური დასაქმების პერიოდი 6 თვე)
კომპანია "რედ განეშ"-ი 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში.
კომპანია თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული,
ადგილმდებარეობა: ზაჰესი, ავჭალის ქუჩა 43,
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები),
კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და შეკვეთების ფურცლების დროული წარმოება;
** შეკვეთების პროგრამული გატარება;
** კორექტირებების პროგრამულად დროული გატარება;
** ზედნადებების სწორად გამზადება და კორექტირებების დროული დაფიქსირება;
** დამუშავებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება;
** შექმნილი/მიღებული დოკუმენტაციის შენახვა;
** Rs.ge პორტალზე შეკვეთების ატვირთვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Rs.ge - ზე მუშაობის გამოცდილება.
** Excel (საბაზისო დონე)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: office@mzamzareuli.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|