|
დასახელება:
ფილიალის მმართველი
|
| მომწოდებელი:
კ-მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** ფილიალში მომუშავე თანამშრომლების მიერ დისციპლინის, გაყიდვების, მომსახურების და სერვისის პროცესის კონტროლი;
** გაყიდვების მიზნების დაგეგმვა და შესრულება, ახალი მომხმარებლების მოძიება, შეთავაზებების გაკეთება.
** ბოქსებზე არსებულ შეფერხებებზე და პრობლემატურ შემთხვევებზე დროული რეაგირება;
** სერვისის ბოქსებში სისუფთავის და წესრიგის კონტროლი;
** სერვისის დანადგარების გამართულობის კონტროლი;
** სერვისის პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, უკმაყოფილების მიზეზის დადგენა და პრობლემატური საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარება;
** საწყობში მიმდინარე პროცესის კონტროლი, მარაგების მოძრაობის ზედამხედველობა.
** ფილიალის ანგარიშგებების მომზადება უფროს მენეჯმენტთან
ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარები
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ/მენეჯერულ პოზიციაზე;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** გაყიდვების ან ავტოინდუსტრიის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
** სტრესულ გარემოში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ფინანსური დისციპლინა;
** კომუნიკაციის მაღალი დონე, გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, შაბათ დღეს 09:00 -17:00საათამდე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი გამომუშავებით (მინიმალური ანაზღაურება 3000 ლარი ხელზე);
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით სარგებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
|
|
|
|