|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ატმია სტუდენტ ჰოსტელ
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
"ატმია სტუდენტ ჰოსტელ" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, თამარ მეფის გამზირი N1
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00
ხელფასი: 1200 ლარი (ხელზე)
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ჰოსტელის ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება, რეგულარული შემოწმება და კონტროლი, ავარიების პრევენცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება;
** ელექტრო სისტემების, გათბობა-გაგრილების სისტემების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მუდმივ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ავზების, ტუმბოების, სატუმბი სადგურებისა და ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და მომსახურება;
** ავეჯის შეკეთება ან მონტაჟი;
** ქვაფენილის რეცხვა და გარეგნული სისუფთავის შენარჩუნება;
** ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების დეტალური აღრიცხვა;
** საწყობში წესრიგის დაცვა;
** პრობლემების დაფიქსირება და ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** შიდა წესებისა და გაიდლაინების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული ტექნიკური განათლება
** ტექნიკოსად, ხელოსნად ან აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ელექტრო სისტემების საბაზისო ცოდნა (განათება, ჩამრთველები, როზეტები)
** წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების საბაზისო ცოდნა
** გათბობა-გაგრილების სისტემების მუშაობის პრინციპების ზოგადი ცოდნა
** მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი
** ავარიულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სანდოობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: atmiahostelbatumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568 12 22 14
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ატმია სტუდენტ ჰოსტელ" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|