|
დასახელება:
კლინიკის მენეჯერი - ოპერაციული მართვა
|
| მომწოდებელი:
Maiacare
|
|
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 02 მარტი
|
"Maiacare" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მენეჯერის (ოპერაციული მართვა) თანამდებობაზე.
ლოკაცია: თელავი
კომპანია: "Maiacare" - ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი
ჩვენ შესახებ: "Maiacare" თელავში ქალთა ჯანმრთელობის პირველი სპეციალიზებული ცენტრია, რომელიც ექიმმა მაია სიდამონიშვილმა დააფუძნა. ჩვენ ახლა ვიწყებთ საქმიანობას და ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ბიზნესის ზრდასა და მართვაში.
ვის ვეძებთ: გვჭირდება ადამიანი, რომელიც საწყის ეტაპზე მოირგებს ყველა საჭირო როლს ბიზნესის განსავითარებლად.
თქვენი პასუხისმგებლობები - თქვენი როლი მრავალფეროვანია და მოიცავს:
** გუნდის შეკვრა: კადრების მოძიება, გასაუბრებები და აყვანის პროცესის მართვა.
** ოპერაციული მართვა: კლინიკის ყოველდღიური გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** სერვისების განვითარება: სამედიცინო სერვისების პაკეტების დაგეგმვა და დანერგვა.
** მარკეტინგი და გაყიდვები: პაციენტებთან კომუნიკაცია, მათი მოზიდვა და სოციალური ქსელების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება:
** მცირე ბიზნესში ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება.
** სამედიცინო სფეროს სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელია: თელავში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი ენერგია და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მეგობრული და არაკონფლიქტური ხასიათი.
ტელეფონის ნომერი: 599171011
ელფოსტა: contact.maiacare@gmail.com
|
|
|
|