Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698215&print=yes&view=jobs
 
ხარისხის მართვის პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის პარტნიორი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 02 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - "Nexia International"-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. "Nexia"-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. "Nexia Georgia"-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის პარტნიორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ აუდიტში მენეჯერულ ან/და მასთან გათანაბრებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ISQM 1/ISQM 2 სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფირმაში არსებული ხარისხის მართვის სისტემის ეფექტურობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
** ფირმაში აუდიტის ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მუდმივი გაუმჯობესება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** ისეთი სისტემების და პროცედურების შემუშავება/განახლება, რომლებიც უზრუნველყოფს ფირმისა და მისი პერსონალის შესაბამისობას პროფესიულ სტანდარტებთან, საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
** არსებული ხარისხის მართვის მონიტორინგის განხორციელება და განვითარება;
** პროცესის მართვა, რომელიც უზრუნველყოფს ფირმას დასაბუთებული რწმუნებით, რომ ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები რელევანტურია, ადეკვატურია და ეფექტიანად ფუნქციონირებს;
** შეაფასოს მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების ზეგავლენა და მოახდინოს ნაკლოვანებების მიზეზის საფუძვლის ანალიზი, ასევე შესაბამისი გარიგების პარტნიორებსა და სხვა სათანადო პერსონალს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების თაობაზე და რეკომენდაციები სათანადო გამოსასწორებელი ზომის შესახებ;
** გარიგების პარტნიორებსა და სხვა სათანადო პირებს ფირმის ფარგლებში. მათ შორის, ფირმის მმართველ პარტნიორებს, სულ მცირე, ყოველწლიურად მაინც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ;
** თანამშრომელთა განვითარებაში აქტიური ჩართულობა;
** თანამშრომელთა კომპეტენციების მოთხოვნების გადახედვა, აყვანის და შეფასების პროცესში აქტიურად ჩართულობა;
** განახლებული აუდიტის მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა, Nexia international-თან სისტემატური კომუნიკაცია;
** დროის აღრიცხვის, პროექტების დაგეგმვისა თუ სხვა სათანადო პროგრამების დანერგვაში მონაწილეობა და კონტროლი;
** სხვადასხვა მიზნით საჭირო პროცედურების, ფორმებისა და საკონტროლო სიის შემუშავება/დანერგვა შესაბამისი შიდა პროცესების კონტროლისთვის.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის მართვის პარტნიორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია