Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698151&print=yes&view=jobs
 
ოპერაციების და ზრდის ლიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების და ზრდის ლიდი
მომწოდებელი: მინდორი
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"Mindor" გონება-სხეულის გაჯანსაღების სტარტაპია. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს სტრესის მართვასა და ბალანსის პოვნაში მეცნიერული ინტერვენციებით: უნიკალური ფორმულის საკვები დანამატებითა და პერსონალიზებული ციფრული პროგრამებით.

დღეს გვყავს 15, 000+ მომხმარებელი და 100, 000+ სოციალური მედიის გამომწერი.

გამოწვევა:

ჩვენ გადავდივართ მასშტაბირების ახალ ეტაპზე და ვეძებთ Operations & Growth Lead-ს, რომელიც დამფუძნებლის ხედვას მუშა სისტემად აქცევს და სათავეში ჩაუდგება ჩვენს ციფრულ ზრდას.

შენ ააშენებ და მართავ Mindor-ის ზრდის სისტემას - Quiz-to-Product მოდელს. შენი მიზანია მომხმარებლის ციფრული გზა გახადო მარტივი, სისტემური და მაღალკონვერსიული.

რას გააკეთებ

ზრდა:

** ააწყობ და დახვეწ მომხმარებლის სრულ გზას (User Journey) - ქვიზიდან გაყიდვამდე და ლოიალობამდე
** დაგეგმავ და განახორციელებ Email მარკეტინგის ავტომატიზაციას და Retention კამპანიებს
** დააკვირდები მეტრიკებს და მუდმივად დატესტავ ახალ გზებს ზრდის დასაჩქარებლად

ოპერაციები:

** აწყობ პროცესებს ისე, რომ სტარტაპმა სწრაფი ზრდისას სტაბილურობა არ დაკარგოს
** დამფუძნებლის ხედვას გარდაქმნი სამოქმედო გეგმად და მართავ მის აღსრულებას
** უხელმძღვანელებ მცირე გუნდსა (3-5 ადამიანი) და ფრილანსერებს (დიზაინი, ტექნიკა, კონტენტი)
პირველი 90 დღე: Email automation ჩართვა, conversion optimization, retention კამპანიების დაწყება

ვის ვეძებთ

გამოცდილება და უნარები:

** 1-3+ წელი ციფრულ ბიზნესში (D2C, eCommerce, Subscription)
** პრაქტიკული გამოცდილება email marketing, funnels, conversion optimization
** ფლობ ანალიტიკის ხელსაწყოებს (GA, email platforms, CRM)
თვისებები:

** გამოირჩევი ინიციატივით - შეგიძლია პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა, არ გჭირდება მუდმივი მართვა
** Builder mindset - გიყვარს 0-დან აშენება და hands-on მუშაობა
** ხარ მშვიდი, სტაბილური და შედეგზე ფოკუსირებული
** გიყვარს სწავლა და სწრაფი იტერაციები - კომფორტულად მუშაობ არასრული ინფორმაციის პირობებში

რატომ Mindor

** პროდუქტი ვალიდირებულია - მომხმარებელთა კმაყოფილება მაღალი, ახლა ვზრდით
** Ground floor შესაძლებლობა - იმუშავებ პირდაპირ founder-თან და გექნება პირდაპირი გავლენა სტრატეგიაზე
** სწრაფი პროფესიული ზრდა - აიღებ ownership-ს მთელ ციფრულ ზრდაზე და ისწავლი ძალიან სწრაფად
** მნიშვნელოვანი მისია - ეხმარები ათასობით ადამიანს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში
** Equity opportunity - წარმატების შემთხვევაში გახდები equity holder, არა მხოლოდ თანამშრომელი

შეთავაზება

კულტურა:

** სწრაფი გადაწყვეტილებები, მინიმალური ბიუროკრატია
** ვმოძრაობთ სწრაფად, ვსწავლობთ შეცდომებზე, მუდმივად ვაუმჯობესებთ
** დამფუძნებელთან კომუნიკაცია უშუალო და შედეგზე ორიენტირებული

პირობები:

** სრულად დისტანციური სამუშაო
** მოქნილი გრაფიკი (ფოკუსი შედეგებზეა, არა საათებზე)
** ანაზღაურება გამოცდილებისა და უნარების მიხედვით + შესაძლებელია საბონუსე სისტემა

მზად ხარ ზრდისთვის?

გამოგვიგზავნე CV და მოკლე წერილი იმის შესახებ, რატომ გაინტერესებს ეს პოზიცია: info@mindor.ge

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია