Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698150&print=yes&view=jobs
 
პროფესიული განათლების მასწავლებელი - ფარმაცია - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი - ფარმაცია
მომწოდებელი: გეოგლობალ აკადემია
გამოქვეყნდა: 31 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "გეოგლობალ აკადემია" აცხადებს მასწავლებლის ვაკანსიას.

მისამართი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა N80
ტელეფონი: 591994790
ელ/ფოსტა: academygeoglobal@gmail.com

ცხადდება ვაკანსია - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
ფარმაცია (სააფთიაქო) / Pharmacy შემდეგ მოდულებზე:

** ზოგადი მოდულები
** მეწარმეობა 3
** უცხოური ენა (ინგლისური ენა)
** ინფორმაციული წიგნიერება 2

პროფესიული მოდულები:

** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში
** სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია
** სითხოვანი სამკურნალწამლო ფორმების მომზადება
** მყარი და რბილი სამკურნალწამლო ფორმების მომზადება
** მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება
** პროდუქციის მიღება - განთავსება და ნაშთის პერიოდული კონტროლი
** მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში
** მომხმარებლისთვის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საგნების/საშუალებების შერჩევა
** მომხმარებლისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა
** მომხმარებლისთვის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა
** მომხმარებლისთვის ავადმყოფის მოვლის საგნების/საშუალებების შერჩევა
** ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები
** მორფოლოგიის და მემკვიდრეობის საბაზისო საკითხები
** ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები
** ბიოქიმია
** მიკრობიოლოგიის საფუძვლები
** ფარმაკოლოგია
** ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
** ანალიზური ქიმიის საფუძვლები
** სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 1
** სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 2
** ტოქსიური ნივთიერებების ბიოლოგიური მასალიდან იზოლირება და აღმოჩენა
** ბოტანიკა
** სამკურნალო მცენარეული და ცხოველური ნედლეული
** სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები
** პირველადი გადაუდებელი დახმარება
** მზა სამკურნალწამლო ფორმები

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება;
** კალენდარული გეგმის შედგენა.
** აკადემიის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი სააპელაციო კომისიის წევრობა და მის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში;
** სტუდენტების დეტალური ინფორმირება შეფასების პროცედურისა და ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ განმსაზღვრელ შეფასებამდე;
** სტუდენტების შესრულებული შეფასების მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა, პორთფოლიოში მოთავსება და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის გადაცემა.
** კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის დირექტორის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხვა დავალებათა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებათა შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლების მასწავლებელი/პროგრამის განმახორციელებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლის პრაქტიკული გამოცდილება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
** სასურველია სახელმწიფო დიპლომი შესაბამის სფეროში
** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი პიროვნება.
** მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა და ჩართულობა სამუშაო პროცესში.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესდით გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: academygeoglobal@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ტელ:591994790

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს "გეოგლობალ აკადემია" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს გეოგლობალ აკადემიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია