Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=698142&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სისიემეი გრუპი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"სისიემეი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00. შაბათ-კვირა დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ლოკაცია: ქ. თბილისი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა და ასორტიმენტის შერჩევის პროცესის წარმართვა.
** შერჩევის პროცესის საფუძველზე კლიენტისთვის პროდუქციის ფასების და მახასიათებლების მიწოდება.
** კლიენტების შეკვეთების პროგრამული ასახვა
** პოტენციური მომხმარებლების მუდმივი მოძიება და მათთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციასთან დაკავშირებით პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმვა, გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** გაყიდვებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
** მოლაპარაკებიდან შეკვეთის დასრულებამდე სრული ციკლის კონტროლი;
** კლიენტების შეკვეთების ისტორიისა და მოხმარების ანალიზი;
** ხელახალი შეკვეთების ინიცირება;
** პერიოდული შეთავაზებების და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა კლიენტებისთვის
** კომპანიის ლოგისტიკურ, ფინანსურ და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება პოზიციის სამუშაო პროცესის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის (B2-C1) ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@ccma-group.com. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია