|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Merlons
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ვეძებთ შესყიდვების სპეციალისტს საერთაშორისო შესყიდვებისთვის.
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 2000 ლარი
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 09:00-18:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო ბრენდებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება
** ბრენდების კატალოგებისა და ფასების ანალიზი, კონკურენტების ფასების მონიტორინგი
** სტოკისა და საპროექტო შეკვეთების დაგეგმვა და განთავსება (გაყიდვებთან კოორდინაციით)
** იმპორტის ფაილის საბოლოო კორექტირება და დადასტურება
** შეკვეთების ფაილების მართვა და არაგაყიდვადი პოზიციების ანალიზი გაყიდვებთან ერთად
** ფასდაკლებების, გადაფასებებისა და სალიკვიდაციო ფაილების მომზადება
** პარტნიორების ფინანსური პროცესების კოორდინაცია ბუღალტერიასთან (გადარიცხვები, FOC ინვოისები, დებით ნოუთები)
** პარტნიორებთან შეხვედრები ოფისში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (საერთაშორისო შესყიდვები ჩაითვლება უპირატესობად)
** საერთაშორისო მომწოდებლებთან და ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** მზარდ ანაზღაურებასა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების სპეციალისტი".
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
https://merlons.ge/ka/
https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/
https://www.facebook.com/VitraGeorgia
|
|
|
|