Робота для біженців з України
მოდის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის კონსულტანტი
მომწოდებელი: New Trend
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების წარმომადგენელი მაღაზიათა ქსელი "New Trend" ეძებს მოდის კონსულტანტს აუთლეტ ვილიჯში.

** ადგილმდებარეობა: თბილისი, აუთლეტ ვილიჯი;
** სამუშაო გრაფიკი: 11:00-20:00 კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად
** პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება
** სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება
** ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება
** პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა
** მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა
** გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა
** მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის
** გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში
** სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია
** გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოდის კონსულტანტი - New Trend".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე