Робота для біженців з України
ტექნიკური სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სუპერვაიზერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"რედიქს ჯგუფი" - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

ამჟამად "რედიქს ჯგუფი" მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.

კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.

"რედიქს ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური სუპერვაიზერის (ინჟინრის განათლებით) პოზიციაზე

სამუშაოს აღწერილობა

ტექნიკური სუპერვაიზერი პასუხისმგებელია კომპანიის ობიექტებზე არსებული ტექნიკური მდგომარეობის სრულყოფილ შეფასებაზე, ტექნიკური პროცესების ზედამხედველობასა და მეინთენასის მართვაზე. პოზიცია მოითხოვს ინჟინრულ ჩართულობას როგორც დაგეგმვის, ასევე შესრულების ეტაპზე, ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ყველა ობიექტის (ბიზნეს ცენტრების, სასტუმროების) არსებული ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა (აუდიტი/ინსპექტირება)
** ობიექტებზე არსებული სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისი ტექნიკური მარკირებების ჩატარება
** ტექნიკური ხარვეზების, რისკებისა და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება
** მეინთენასის (პროფილაქტიკური და რეაქტიული) პროცესებში სრული ინჟინრული ჩართულობა
** ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა, კონტროლი და შესრულების მონიტორინგი
** პარტნიორებ პირებთან კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებში
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშები, შეფასებები, რეკომენდაციები)
** ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა
** კონტრაქტორებისა და ტექნიკური პერსონალის შერჩევა, შესრულების პროცესის ზედამხედველობა,
** ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოების შედეგების შეფასება და ოპტიმიზაციის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით (სამოქალაქო, ელექტრო, მექანიკური, სამშენებლო ან მონათესავე დარგი)

პროფესიული გამოცდილება:

** ტექნიკური ზედამხედველობის, მეინთენასის ან ობიექტების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** მრავალ ობიექტზე ტექნიკური პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული უნარები:

** ტექნიკური სისტემების ანალიზისა და შეფასების უნარი
** ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
** მეინთენასის დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაცია და პრაქტიკული გადაწყვეტების შეთავაზება
** ტექნიკური მარკირებებისა და სტანდარტების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი

სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დაინტერესებსი შემთხვევაში გთხოვთ CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@redix.ge, არაუგვიანეს 25 თებერვლისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე