Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697993&print=yes&view=jobs
 
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: სმარტ კაპიტალ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"Smart Capital Group" არის საერთაშორისო, მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი, რომელიც საქმიანობს კორპორატიული ფინანსების, ინვესტიციების, უძრავი ქონების, ტექნოლოგიური და ფინტექ პროექტების მიმართულებით. Smart Capital Group-ის პროფესიონალთა გუნდი ემსახურება როგორც თავად ჰოლდინგს, ისე მის შვილობილ და აფილირებულ კომპანიებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება და პირობები: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; თბილისის პარკინგის საშვი (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ), ულიმიტო სასაუბრო დრო;

პოზიციის აღწერა (ფუნქციები / პასუხისმგებლობები):

უფროსი იურისტი შემოუერთდება Smart Capital Group-ის იურიდიულ დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია ჰოლდინგის და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივ გამართულობასა და უსაფრთხოებაზე. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება, მათ შორის:

** Smart Capital Group-ისა და მისი შვილობილი/აფილირებული კომპანიების ყოველდღიური სამართლებრივი მომსახურება;
** Smart Capital Group-ისა და მისი შვილობილი/აფილირებული კომპანიების კორპორატიული პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის ტრანზაქციების მომზადება, გადახედვა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება (საინვესტიციო, საკონსულტაციო, მომსახურების, ნასყიდობის, NDA, JV, M&A, სესხის, გირავნობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებები);
** საინვესტიციო პროექტების სამართლებრივი ანალიზი და მხარდაჭერა;
** შესაბამისობის (compliance) და რეგულაციური საკითხების მართვა, მათ შორის, ფინანსური და ტექნოლოგიური პროექტების კონტექსტში;
** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და რისკების შემცირების სტრატეგიების შემუშავება;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა, მათ შორის, სხვადასხვა სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების დაგეგმვა და მართვა;
** სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში Smart Capital Group-ისა და მისი შვილობილი/აფილირებული კომპანიების ინტერესების დაცვა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ჰოლდინგის მმართველი ორგანოებისათვის სამართლებრივი მოსაზრებებისა და მემორანდუმების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის მაგისტრის ხარისხი;
** სენიორ დონეზე მუშაობის მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება (კორპორატიული სამართალი, კომერციული ხელშეკრულებები, ინვესტიციები ან მასთან დაკავშირებული სფეროები);
** კორპორატიული და სამეწარმეო სამართლის სიღრმისეული ცოდნა;
** ხელშეკრულებების დამოუკიდებლად მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება ჰოლდინგურ სტრუქტურებში, საინვესტიციო პროექტებში ან ფინანსურ/ტექნოლოგიურ სექტორში;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობით და ვერბალურად);
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და გადამუშავების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@smartcapital.ge; სათაურის ველში მიუთითეთ უფროსი იურისტის პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია