|
დასახელება:
კერამიკის მხატვარი
|
| მომწოდებელი:
Ebra
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
"EBRA" - კერამიკის სახელოსნო აცხადებს ვაკანსიას კერამიკის მხატვრის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი, ნუცუბიძის მესამე პლატო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ებრა არის კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო, რომელიც აწარმოებს ხელნაკეთ კერამიკას: სახლის დეკორი, ჭურჭელი, ორიგინალური ნაკეთობები. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - https://www.facebook.com/EBRAceramics
პოზიციის აღწერა: EBRA ეძებს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მხატვარს, რომელიც იმუშავებს ხელნაკეთი კერამიკის მოხატვაზე წინასწარ დამტკიცებული დიზაინების შესაბამისად. პოზიცია მოითხოვს მაღალი კონცენტრაციის უნარს, სტაბილურობას და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
ძირითადი მოვალეობები:
** კერამიკულ ნაკეთობებზე მოხატვა დამტკიცებული დიზაინის, ფერების და ტექნიკური მითითებების შესაბამისად
** ყოველკვირეულად განსაზღვრული წარმოების მინიმუმის შესრულება
** სამუშაო პროცესის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა
** გუნდთან ეფექტური, კორექტული და პასუხისმგებლობიანი თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო პროცესზე სრული კონცენტრირების უნარი
** პუნქტუალურობა და დროის მართვის დისციპლინა
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოსა და თანამშრომლების მიმართ
** დეტალებზე ორიენტირებული ხედვა
** გამოცდილება კერამიკის, გამოყენებითი ხელოვნების ან მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** სამუშაო დრო: 8 საათი დღეში
** შაბათი და კვირა — დასვენების დღეები
** სამუშაო ადგილი: EBRA-ს სახელოსნო (თბილისი, ნუცუბიძის მესამე პლატო)
პირობები:
** ანაზღაურება შედგება ორი ნაწილისგან - ხელფასი + ბონუსი თითოეულ ნამუშევარზე. (1200-2500 ლარი, პროდუქტიულობიდან გამომდინარე)
განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:
** საკუთარი ნამუშევრების ფოტოები (პორტფოლიო)
** რეზიუმე (CV)
Facebook Messenger: EBRA
ელფოსტა: ebraceramics@gmail.com
|
|
|
|