Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697972&print=yes&view=jobs
 
სახელმწიფო შესყიდვების უფროსი სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნა:

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა; ბაზრის კვლევის წარმოება, ელექტრონული ტენდერისათვის სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის პროექტის მომზადება საჭირო დანართების თანხლებით, შესაბამისი ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სატენდერო კომისიისთვის დასამტკიცებლად გამზადებული დოკუმენტაციის მიწოდება და სისტემაში მისი ატვირთვა; განახორციელოს გამარტივებული და კონსოლიდირებული ტენდერების შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა, ოქმებისა და წერილების პროექტების მომზადება; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების/სამუშაოების შესყიდვის პროცედურების განხორციელება, იმ ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164 (სახელმწიფო შესყიდვების სამსახური)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია