|
დასახელება:
SEO ქოფირაითერი - 3-თვიანი პროექტი
|
| მომწოდებელი:
TNET
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
შემოუერთდი "TNET" -ის ციფრულ ეკოსისტემას SEO Copywriter-ის პოზიციაზე! (დროებითი, 3-თვიანი პროექტის ფარგლებში, დისტანციურად)
https://www.tnet.ge/
შენი როლი "თინეთში":
** ბრიფების მიხედვით SEO-ზე ოპტიმიზებული ტექსტების წერა (სტატიები, ლენდინგები, ბლოგპოსტები, კატეგორიები -საშუალოდ თვეში 16 piece of content პლათფორმის გვერდებისთვის და 12 ბლოგი +/-);
** სათაურების (Meta Description, H1-H6) სწორად გამოყენება, საიტის გვერდებზე CTR -ის გასაზრდელად;
** ტექსტების რედაქტირება და ოპტიმიზაცია ეფექტურობის გასაზრდელად (On Page SEO);
** ტექსტის სტრუქტურირება და readability-ის გაუმჯობესება;
** საჭიროებისამებრ UI/UX ქოფის სტილის განსაზღვრა და ტექსტების გაწერა;
** SEO გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
** გაქვს SEO Copywriter-ის პოზიციაზე 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** Google-ის ალგორითმების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** იცი საკვანძო სიტყვების კვლევის ძირითადი პრინციპები;
** იცი On-page SEO პრინციპები;
** გაქვს კონკურენტების კონტენტის ანალიზის გამოცდილება;
** იცი პლაგიატის თავიდან აცილება და უნიკალური კონტენტის შექმნა;
** იცი კონტენტის ადაპტაცია სხვადასხვა აუდიტორიისთვის;
** გაქვს ინგლისურ ენაზე SEO ტექსტების წერის გამოცდილება;
** გაქვს UX writing-ის საბაზისო ცოდნა;
** იცი AI ინსტრუმენტების გამოყენება (ChatGPT, Jasper და სხვ.);
** გაქვს კონტენტ სტრატეგიის დაგეგმვის გამოცდილება;
** გაქვს მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი (A/B ტესტირება, შედეგების შეფასება).
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|