Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697880&print=yes&view=jobs
 
ინდივიდუალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინდივიდუალური ასისტენტი
მომწოდებელი: თვითობა 2025
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ა (ა)იპ "თვითობა 2025" აცხადებს კონკურსს "განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" ინდივიდუალური ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.

ა (ა)იპ "თვითობა 2025" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების, ზრდასრულების და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. ორგანიზაციის დეკლარირებული მისიაა, გააძლიეროს იმ ადამიანების ხმა, ვისი ხმაც ან არ, ან ძალიან სუსტად ისმის.

ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 7-დან 18 წლამდე (18 წლის ზემოთ ბენეფიციარები, რომლებიც 18 წლამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით) განვითარების შეფერხების მქონე პირების მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პიროვნული, კომუნიკაციური და ფუნქციური უნარების გამომუშავებაში;
** დახმარება კვებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
** სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე;
** ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე განმავითარებელი აქტივობების განხორციელება;
** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
** პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

ორგანიზაცია გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას და იზრუნებს თქვენს კარიერულ წინსვლაზე და თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე უწყვეტი სუპერვიზიითა და პერიოდული ტრენინგების გავლის გზით.

ორგანიზაცია დასაქმებისას გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას და ფიტპასს.

კანდიდატის კვალიფიკაცია: სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს შშმ ბავშვთა/პირთა სფეროში მუშაობის გამოცდილება.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
** გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 თებერვალი.

გასაუბრებები იწარმოებს პარალელურად: კანდიდატთა საბოლოო შერჩევამდე.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: myselfgeorgia@gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი

კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: 599113358
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია